spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სად გადის ტყუილის და ცინიზმის ზღვარი?!" - გიორგი...

“სად გადის ტყუილის და ცინიზმის ზღვარი?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კონკრეტულ მონაცემებს აყალიბებს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობის შუალედამდე მომხდარ ეკონომიკურ რღვევაზე და აღნიშნავს, რომ მმართველმა ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში უუნდა დატოვოს ქვეყნის მართვის სადავეები:

,,მართლა ერთი კითხვა გამიჩნდა – სად გადის ტყუილის, ცინიზმის ზღვარი ზოგადად? უბრალოდ, მოქალაქეები მოისმენენ ამას და თქვენ მართლა ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ასე კარგად არის ყველაფერი?!

  • ვალები დაგვადეს, სესხით/ვალით ყიდულობს ხალხი პურს, საჭმელს, წამალს – პენსიონერი, ახალგაზრდა;
  • 200 000 ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან ბატონი ირაკლის პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე შუალედში;
  • 25 მლრდ აიღეს სახელმწიფო ვალი.

მართლა გულწრფელად მაინტერესებს, სად გადის ტყუილის და ცინიზმის ზღვარი?! ინფრასტრუქტურაზე გველაპარაკება და 1 საათით დავაჩქარეთო ბათუმამდე გზა, ალბათ სამტრედია-გრიგოლეთი გამორჩა, ხო? მათი კორუფციული სქემიდან ბიუჯეტიდან ფული რომ გაქრა და არ არის დამთავრებული.

  • გვეუბნებოდა ლოჯისტიკურ ჰაბზე და ალბათ დაავიწყდა, რომ მილიარდ ორასი მილიონი რკინიგზამ ზიანი მიაყენა საქართველოს;
  • გვეუბნებოდა დასაქმებაზე და ალბათ დაავიწყდა, რომ საქართველოში 130$-დან მისი პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე 100$-მდე შემცირდა საშუალო შემოსავალი თითო ადამიანზე – ანუ შემოსავალი დასაქმებულზე.

რა ვქნათ?!

– მე ვფიქრობ, მეგობრებო, ერთადერთი გზა არის, რომ აუცილებლად! რაც შეიძლება სწრაფად, ეს ტყუილი, ეს ცინიზმი რომ დავასრულოთ!

– უნდა გავუშვათ ეს ხალხი ხელისუფლებიდან ოქტომბერში, რეფერენდუმი, სადაც უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...