შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი - მასწავლებლებს,...

“ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი – მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?!” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი – მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?!

მოქმედი ხელისუფლებისგან სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადებული განათლება ბოლო ათწლეულია რეგრესს განიცდის. ყველა კვლევა, ანალიზი და შეფასება მიგვითითებს, რომ არათანმიმდევრული რეფორმების რეზულტატია შედეგების ყოველწლიური გაუარესება.
განათლების ჯამური ბიუჯეტი 2020 წელს შეადგენდა 1 მლრდ. 802 მლნ. ლარს. გასულ წელთან შედარებით, დამატებით 64 მლნ. ლარი გამოიყო, თუმცა განათლების ხარისხზე, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასებზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა არ ასახულა. უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” მმართველობით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე მასწავლებელთა ხელფასები დოლარში უფრო დაბალია, ვიდრე 2013 წელს.

ახლა კი, ბატონი ღარიბაშვილი ისე გაკადნიერდა, რომ მასხრად იგდებს მასწავლებლებს და საპარლამენტო ტრიბუნასთან ანგარიშის წარდგენისას უთავმოყვარეოდ აცხადებს:
მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზრაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი, 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს” – ამას სახელსაც ვერ დავარქმევთ!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...