შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენ ყველას გვესმოდა ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლებისგან, მათი პროპაგანდისგან საკუთარი თავის ქების ნიაღვარი“ – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე წარმოადგინა ქვეყნის საგანგაშო მონაცემები ხელისუფლების მხრიდან პანდემიის არასწორ მართვასა და ვაქცინაციის ჩავარდნილ პროცესზე:

,,ჩვენ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას, თვეების განმავლობაში, შარშანდელიდან მოყოლებული, გვესმოდა ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლებისგან, მათი პროპაგანდისგან ნიაღვარი საკუთარი თავის ქების განცხადებები: როგორ მაგრად მართეს covid-ვითარება, რომ თურმე მსოფლიომ უნდა ისწავლოს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან როგორ უნდა გადადგა ნაბიჯები რთულ ვითარებაში.

მილიონობით ლარი დაიხარჯა, ამ დროს, ივანიშვილის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების წინასარჩევნო პიარზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის დამადლება მიმდინარეობდა, რომ როგორ არ ვუფასებთ ჩვენ, განსაკუთრებით ოპონენტები, ამ ყველაფერს მთავრობას.

საბოლოო ჯამში, მივიღეთ უმძიმესი ვითარება, როცა საქართველო 140 ქვეყანას ჩამორჩება ვაქცინიზაციის ტემპით, სადაც მხოლოდ 2%-ია ვაქცინიზებული, სადაც ბოლო თვეებში გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ზედა ოცეულშია დღეს 1 მლნ მოსახლეზე შეფარდებით, საქართველო ყველაზე მძიმე სიკვდილიანობის მაჩვენებლით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული