კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნები ჩნდება

ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნები ჩნდება

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, თუ ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ იყო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, – აღნიშნული დამარტებით მოთხოვნა ჩაიწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტში ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნის ჩაწერა ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ გადაწყდა.

პროექტის პირველად რედაქციაში მითითებულია, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...