შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპარლამენტში 20 ივნისს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის შესახებ ორფრაქციული...

პარლამენტში 20 ივნისს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის შესახებ ორფრაქციული კანონპროექტი დარეგისტრირდა

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციებმა: „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ 19-21 ივნისის დაზარალებულთა საკითხზე კანონპროექტი დაარეგისტრირეს. როგორც ფრაქციებში აცხადებენ, ორფრაქციულ დოკუმენტში მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულთა კომპენსირებისა და მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებს:

დღეს ვარეგისტრირებთ ძალიან მნიშვნელოვან კანონს, 20 ივნისს დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ. ეს კანონი გახლავთ ორფრაქციული კერძოდ კი, ფრაქციების – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ და „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს:

1. აბსოლუტურად ყველა დაზარალებულის ერთჯერად კომპენსაციას;
2. საპენსიო უზრუნველყოფას იმ დაზარალებულების, რომლებმაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს;
3. სამედიცინო ხარჯების სრული ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე.

ეს არის ის ჰუმანური აქტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა მივიღოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა ფრაქციასთან თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინც პარლამენტშია. დღეის მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გვეთანხმებიან ამ ინიციატივაში და სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათგან ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა მაინც, ამ ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით, თავის ვიწროპარტიულ ინტერესებს გადადებს გვერდზე და იმაზე მაინც შევთანხმდებით, რომ როდესაც ამდენი ადამიანი დაზარალდა, მათზე ზრუნვა არის ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი და საერთო ეროვნული ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...