პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი” – თეა წულუკიანი მედიასთან ურთიერთობაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა გელათის მონასტრის რესტავრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე განმარტა მიზეზები, თუ რატომ არ არის დაშვებული მედია მონასტრის ტერიტორიაზე:

,,რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? – იმიტომ, რომ მაგალითისთვის მე, როდესაც გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას.

მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი.

რაც შეეხება მონასტერს, ჯგუფი, რომელიც ,,იუნესკოს“ მიერ არის წარმოგზავნილი სახურავის პრობლემებზე უნდა დასვას დიაგნოზი და გვითხრას, რა გადაწყვეტილებები იქნებოდა უპრიანი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ ისინი, მივიღებთ – ჩვენ, მათთან ერთად ქართველი პროფესიონალების ჩართულობით.

მეორე ჯგუფი გახლავთ, ასევე, ,,იუნესკოს“ რეკომენდირებული, რომლებიც იმუშავებენ კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული