შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ზარქუა - „პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე...

ირაკლი ზარქუა – „პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“

ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი და გვითხრას, თუ რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს,“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.

ამასთან, ირაკლი ზარქუა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებისგან შემოთავაზებებს ელოდებიან:

გუშინ, პენსიონრების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა. ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. გახსოვთ 2012 წელს პირადობები, რომ გააყალბა და ბიძამისი რომ დარბოდა, არ დაიჭიროთო, აი ეს ტიპია, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...