ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინის...

“ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ივლისის თვეში ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 3 მლნ-მდე დოზა, თუმცა, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთათვისაც ვერ ესწრება ,,ასტრაზენეკას“ შემოტანა, საშუალება ექნებათ აირჩიონ ალტერნატიული ვარიანტი:

,,არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, ამ პასუხისმგებლობას, მათ შორის, იზიარებს ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრიც“, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი.

აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ,,კოვაქვს“ პლატფორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე, ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის.

ამასთან ,,კოვაქს“ პლატფორმიდან შესყიდული ,,ასტრაზენეკას” წარმოების ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით, პირველი აცრიდან ათ კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში.

ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმლი ჰქონდათ თავიანთი აცრა ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება.

ასევე, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქციანაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის.

ალტერნატიული შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შეიძლება მათ ჩვენ შევთავაზოთ, თუ ისინი დათანხმდებიან, რა თქმა უნდა, და სურთ – ,,სინოფარმით“ ან ,,სინოვაკით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...