ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“კანონში შესატანი ცვლილებები არ ეხება ერთ კონკრეტულ პარტიას, არამედ ეხება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც მიიღებს შესაბამის მანდატს და ამ კანონით პოლიტიკური ბოიკოტის უფლება არ იზღუდება”

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები არ ეხება ერთ კონკრეტულ პარტიას, არამედ ეხება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც მიიღებს შესაბამის მანდატს და ამ კანონით პოლიტიკური ბოიკოტის უფლება არ იზღუდება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხნაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მისი განმარტებით, როდესაც პოლიტიკური პარტია კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების გამო არა ინსტიტუციას, არამედ კონკრეტულ პროცედურებს უცხადებს ბოიკოტს, ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში აპრობირებული მეთოდი.

პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას პარტიას რეგლამენტი ანიჭებს და ამისთვის საჭიროა ელემენტარული წერილის შედგენა და დაფიქსირება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს კანონი 2022 წლიდან ამოქმედდება, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან პარტიებს ანიჭებს არჩევანის თავისუფლებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის სამომავლო მოქმედების სივრცე დატოვებულია და კონსტიტუციური პრინციპის სულისკვეთება სრულად შეესაბამება დემოკრატიის პრინციპს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
პროექტის თანახმად:

პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

კანონპროექტი შეეხება აგრეთვე 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილე პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხებსაც, კერძოდ:

პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ფაქტობრივი რაოდენობა აღნიშნული პარტიის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება;

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული