ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img

მარჯანი – Eurasian hobby (Falco subbuteo)

გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი მარჯანი – Eurasian hobby (Falco subbuteo) – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აგრძელებს საინტერესო მასალების გამოქვეყნებას საქართველოს ფაუნის შესახებ:

სხეულის სიგრძე: 29-35 სმ, ფრთების შლილი: 70-84 სმ. დამახასიათებელია შავი ულვაშები, თეთრი ყელი, გრძელი, ვიწრო ფრთები და წაწვეტებული კუდი. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილი მოლურჯო-რუხი შეფერილობისაა. თეთრი ფერის მკერდსა და მუცელზე მოშავო გასწვრივი ზოლები გასდევს. წვივები და კუდის ძირის მფარავი ბუმბულები ჟანგისფერია. ახალგაზრდა მარჯანი ღია შეფერილობისაა.

ბუდეს იკეთებს ხეზე. ხშირად ყვავის ძველ ბუდესაც იყენებს.
მაისში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28-30 დღე
გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 28-34 დღის შემდეგ შეუძლია
ფრენა.

მისი ჰაბიტატია მეჩხერი ტყეები

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...