ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონატში მომხდარ ამბებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მეუფე სპირიდონი არის მადლობის ღირსი, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ბავშვები ქუჩიდან წამოიყავან და აღზარდა:
,,მეუფე სპირიდონს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რაც მან გააკეთა საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის – ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა.
რამდენმა ბავშვმა დაამთავრა ეს სასწავლებელი, რამდენი ბავშვი, რამდენი წარმატებული ადამიანი… არა მარტო ამ სასწავლებლებში – ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ამ საქმის კეთება.
ჩვენ თანახმა ვართ, აბსოლუტურად იმაზე, რომ სრულებით შეამოწმოს, არ ვიცი ვის შეუძლია ამის გაკეთება – ნებისმიერი ჩვენი საქმიანობა და ნებისმიერი ჩვენი ხარვეზები რომ იქნეს გამოვლენილი. ჩვენ მხოლოდ გაგვეხარდება. იმიტომ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს უკეთ, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


