ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საიდან მოვიყვანოთ ჩვენ ის ადამიანები, რომლებსაც ამ 3...

“საიდან მოვიყვანოთ ჩვენ ის ადამიანები, რომლებსაც ამ 3 500 000-იან ქვეყანაში არც კლასელი, არც ნათესავი, არც მეგობარი, არც არავინ არ უნდა ჰყავდეს, ვისთანაც შეიძლება ცხოვრებაში როდისმე შეხება ჰქონია?!” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ რეპორტაჟს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ძალიან ძნელია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება ცნობილ პირებთან:

,,დღეს ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი შეიძლება დაბულინგდეს იმიტომ, რომ მას აქვს უნარი ან გახდეს მოსამართლე, ან ბიზნესმენი, ან სპორტსმენი, ან სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ადამიანი.

ის შეიძლება ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ მას ან გვარი აქვს ისეთი, რომელიც რომელიღაცა თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესაობა გააჩნია, ან ინსტიტუტში ერთად უსწავლიათ, ან სკოლაში ერთად უვლიათ.

რა ვქვათ ამ 3 500 000-იან ქვეყანაში?! საიდან მოვიყვანოთ ჩვენ ის ადამიანები, რომლებსაც ამ 3 500 000-იან ქვეყანაში არც კლასელი, არც ნათესავი, არც მეგობარი, არც არავინ არ უნდა ჰყავდეს, ვისთანაც შეიძლება ცხოვრებაში როდესმე შეხება ჰქონია?!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...