spot_img
მთავარისხვადასხვა"ბერას დაადასტურებინეს ჩანაწერის ავთენტურობა და დღეს პროკურატურამ, მონტაჟიაო!...

“ბერას დაადასტურებინეს ჩანაწერის ავთენტურობა და დღეს პროკურატურამ, მონტაჟიაო! როდემდე უნდა იაროთ ასე აცა ბაცა?!” – ელისო კილაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო ჩანაწარების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა არაერთგვაროვანი მოსაზრებები, ამ საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლების, ოპოზიციის თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან:

,,სანამ პროკურატურა ამ ვერსიას გაახმოვანებდა მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი, რაც არ უნდა სუბუიექტურად ჩათვალოს ვინმემ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანაწერი იყო ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, საუბრები არსებობდა, რომლისგანაც შემდგომ მოხდა მონტაჟი. ასეთი საუბრები რომ არ ყოფილიყო, მონტაჟი ვერ მოხდებოდა, მაგრამ მონტაჟი იცით, რომ აბსოლუტურდ ცვლის კონტექსტს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

,,ოპონენტის არასრულწოვან შვილს, როდესაც უსმენ – ეს მიუთითებს, როგორი შიშის ქაოტური განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონკრეტულ მათ ლიდერებს. ჩანაწერი, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მასზე არის ზემოქმედების კვალი.

ცალსახად იქნა დადასტურებული, რომ ის იყო მორიგ ჯერზე მათი მოდელირებული დამონტაჟებული ვერსია, რომ საზოგადოება მუდმივად ამყოფონ ასეთი ზეწოლის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

,,ასე ხელაღებით ბრალდება, რომ პროკურატურამ შეგნებულად გააყალბა და ეს ასე არ იყო – დამაზიანებელია, ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი“ – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა დავით სერგეენკომ.

,,ბერამ თვითონ აღიარა ავთენტურობა ამ ჩანაწერის. მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ასე მოიქცევა ვინც მის დედიკოზე გაბედავს და რაიმე უარყოფითს იტყვის. ამიტომ ახლა პროკურატურამ უნდა გაბედოს და გამოიძიოს ეს საკითხი, მაგრამ ბუნებრივია ამ ხელისუფლების და პროკურატურის პირობებში არავის აქვს მოლოდინი, რომ დასკვანა იქნება სანდო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელმა.

,,პირი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა, კონკრეტულად პროკურატურის სახელით საურობდა და რაღაც ფალსიფიკაციაზე, ასე ვთქვათ, აკეთებდა აქცენტს – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სწორედ ეს ადამიანი, მისი უშუალო უფროსების დავალებით და ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების გავლენით, ახდენს ზუსტად ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას“, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ.

,,ჩანაწერების გავრცელებიდან ძალიან მალევე თავად ანზორ ჩუბინიძემ და ასევე ბერამ საჯარაოდ, მედია ინტერვიუების დროს ფაქტიურად დაადასტურეს მათ ასეთი ტიპის მისვლები ოჯახებში და კომუნიკაცია ჰქონდათ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა.

,,იმედის ის ეთერი ხომ გახსოვთ, ბერას ინტერვიუ – დედაჩემს თუ ვინმე შეეხება, ანალოგიურად მოვიქცევიო – ლაშა ნაცვლიშვილის სცენარით და მაგდა ანიკაშვილის უნიჭო შესრულებით?! მაშინაც ვთქვი და ახლაც იგივეს ვიმეორებ – არ შეიძლება ასე გაუაზრებლად მოქმედება! ბიჭს დაადასტურებინეს ჩანაწერის ავთენტურობა და დღეს პროკურატურამ, მონტაჟიაო! როდემდე უნდა იაროთ ასე აცა ბაცა?!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +” – ის დამფუძნებელი ელისო კილაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...