spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირეალურად "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ხელმოწერა დატოვა შარლ მიშელის...

რეალურად “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ ხელმოწერა დატოვა შარლ მიშელის დოკუმენტზე, დანარჩენი ყველა პუნქტი პრაქტიკულად შეუსრულებელი იქნება” – ზაალ უდუმაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ეხმიანება აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ამერიკიდან და ევროპიდან, არ შეაჩერა მართლმსაჯულების რეფორმის რღვევა:

,,შარლ მიშელის დოკუმენტი დარღვეულია მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ როგორი სისწრაფით ნიშნავენ მოსამართლეებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება მიიღეს ,,ქართული ოცნების“ წევრებმა როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან.

ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გარკვეული პუნქტები მათი რეკომენდაციების კვლავ არ არის შესრულებული. ასე, რომ მეტი რა არის ეს დოკუმენტი ხომ?!

რეალურად, ,,ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ხელმოწერა დატოვა ამ დოკუმენტზე, დანარჩენი ყველა პუნქტი პრაქტიკულად შეუსრულებელი იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს ელჩიც. კელი დეგნანს მიაჩნია, რომ მმართველ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რამდენად ერთგულები არიან 19 აპრილის შეთანხმების, წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი ქმედება შეასუსტებს სასამართლო სისტემას:

,,ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე – შეაჩერებენ თუ არა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ამით გამოჩნდება ისინი რამდენად არიან 19 აპრილის შეთანხმების ერთგულნი, რაზე მუშაობაც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და პირობის ეს შეთანხმება რომ ჩაითვალოს შესრულებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, წამოიჭრება გარკვეულ შეკითხვებს. ის დასაბუთება, რომ სასამართლოს სისტემაში არ არის საკმარისი რაოდენობა მოსამართლეების და მოსამართლეთა არ დანიშნვნა ამ ეტაპზე გამოწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს – ეს არ არის დასაბუთებული განცხადება.

თუ კი კვლავ გაგრძელდება დანიშვნები, მაშინ ეს იქნება, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შესაძლებლობა და ეს შეასუსტებს სისტემას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

“მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს სტატისტიკის...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...