spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს...

“ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ” – საქართველოს პროკურატურა

6 მარტს ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის ,,შაბათის შოუში“ გავრცელდა ბერა ივანიშილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელზეც დაიწყო გამოძიება. გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართული ბრიფინგზე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშილს, ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ აღნიშნულ ფაქტებზე:

,,ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლის შედეგად დადგინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ.

ფარული მიყურადების მასალებში მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისათვის საფუძველი იქმნებოდა უკანონოდ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მაგალითისათვის: ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით.

ბერა ივანიშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით.

ანზორ ჩუბინიძის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...