ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და ეს გადაწყვეტილება მივიღე...

გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და ეს გადაწყვეტილება მივიღე – მამუკა ბახტაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლება რა დოზითაც იყო მოსალოდნელი, იმ დოზით აღმოჩნდა მოულოდნელი და მიუხედავად გიორგი ქობულიას არაერთგზის მტკიცებისა, რომ პოსტის დატოვება არ ემუქრებოდა, გუშინ იგი, მაინც, დაემშვიდობა მინისტრის სავარძელს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მხოლოდ მეორე დღეს განმარტა მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ეს ცვლილება.

მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც მთავრობის სხდომის მერე კიდევ ერთი შეხვედრა მექნება, ასე რომ, გარწმუნებთ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არის და ბუნებრივია გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის გათავისუფლებული სავარძელი კი დაიკავა მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ.

ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...