ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
9.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაშალვა პაპუაშვილი: "განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს...

შალვა პაპუაშვილი: “განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორჩეულად გულშემატკივრობს განათლებისა და მეცნიერების სფეროს და იმედი გვაქვს, ამ მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი ძვრები იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, განათლება არის ის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება. „საზოგადოების პროგრესი ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, დგას განათლებაზე. ამის გააზრება ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გვაერთიანებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ესწრება. საბჭოს წევრების გარდა, მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...