პარასკევი, მაისი 17, 2024

“ჩვენ თუ არ გავერთიანდით, როგორც ერი, ვერაფერს მივაღწევთ და დავკარგავთ იმ მცირესაც, რაც გვაქვს” – გრიგოლ ვაშაძე

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, “ერთიანი ნაციონალური მ ოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ იწყება სერიოზული დაპირისპირება, სადაც საქართველომ თავისი ადგილი უნდა მონახოს და გათვალისწინებულ იქნას მოკავშირეების რეკომენდაციები:

,,თუ ჩვენ გვინდა, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მივაღწიოთ, რაც არის NATO – და ნიშნავს საქართველოსთვის უსაფრთხოებას და ევროპის კავშირს, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დემოკრატიას და განვითარებას, ჩვენ გვჭირდება დალაგებული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეს არ შეაქვს ეჭვი არჩევნების სწორად ჩატარებაში, სადაც 9200 ბავშვი არ არის სკოლის გარეთ დარჩენილი და სადაც სახელმწიფოს ვალი არ არის გადაცდენილი 60%-ს.

ჩვენ თუ არ გავერთიანდით, როგორც ერი, ვერაფერს მივაღწევთ და დავკარგავთ იმ მცირესაც, რაც გვაქვს.

სამიტი ჟენევაში ძალიან თვალსაჩინო იყო. ამ თვალსაზრისით იწყება ძალიან სერიოზული დაპირისპირების ახალი ეტაპი. ამ დაპირისპირებაში საქართველომ თავისი ადგილი რომ მონახოს, ამისათვის გასათვალისწინებელია ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები გვაძლევენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული