spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაქართველოში ადამიანის უფლებათა პირველი მედიალაბორატორია იხსნება

საქართველოში ადამიანის უფლებათა პირველი მედიალაბორატორია იხსნება

16 ივნისს, 13:30 საათზე, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“  თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა პირველ მედიალაბორატორიას ხსნის.

მედიალაბორატორიას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი,  თბილისის ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე და „უფლებები საქართველოს“ დირექტორი ლადო მკერვალიშვილი გახსნიან.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება კვლევის – „გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში და მათი გადაწყვეტა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე“ – შედეგების გასაჯაროება.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზებია სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების, პერსონალური მონაცემების დაცულობის უფლების, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების,  სასამართლოს მიუკერძოებლობის მხრივ.

პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდება იმ საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის შესახებ, რომლებიც კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე „უფლებები საქართველომ“ შეიმუშავა და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

ღონისძიება გაიმართება თბილისის ღია უნივერსიტეტში (მის: უნივერსიტეტის ქუჩა #2).

თარიღი და დრო: 16 ივნისი, 14:00 (რეგისტრაცია და მსუბუქი ლანჩი 13:30-დან)

პრესისთვის საკონტაქტო პირი:

თამთა ნიკოლაძე, PR მენეჯერი

ტელ: 598 12 58 48; ელ-ფოსტა: t.nikoladze@openuni.edu.ge

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...