პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გააკეთა და ,,ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად“:
,,ნებისმიერი საკითხი, როგორც ბათუმის, ასევე აჭარის პარტიული ცხოვრების მიმართულებით იქნება მიღებული კოლეგიალურად.
აქ იქნება ყოველდღიურად მოქმედი ბორდი, სადაც მიიღებენ მონაწილეობას ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნებიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ახლა ჩამოგითვლით ბევრ რამეს, რაც გავაკეთეთ. მაგ. ოცნების ქალაქი.
ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს.
ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის რატომაც ჩვენ აქ ვდგევართ.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, აი მაშინ რატომ ვერ გააკეთე?! – მე რამე კომპლექსს გამიჩენენ – ვერ გამიჩენენ!
ელემენტარული მიზეზის გამო: ის, რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის: დღეს პარტიამ “საქართველოსთვის” აჭარის დედაქალაქში, ბათუმში პარტიული ოფისი გახსნა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


