ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ თუ არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, 6,5–6,7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაისის თვის შეჯამებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მაისის თვის ექსპორტის მაჩვენებლი რეკორდული წელიწადის – 2019 წლის მაისის მონაცემებს უტოლდება, შემცირება არ ფიქსირდება. მინისტრის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 2021-ში გაიზარდა 44,9%-ით, ხოლო ექსპორტის ბრუნვამ მაისში შეადგინა 340 მლნ დოლარი:

,,მორიგი დადებითი ინფორმაცია ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით: დღეს დილით 11:00 საათზე ,,სტატისტიკის სააგენტოს“ მიერ გამოქვეყნდა მაისის თვის შეჯამებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს ჩვენ თითქმის 45%-იანი ზრდა (44,9%). ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მლნ დოლარს.

მნიშნელოვანია, ასევე, რომ პირველ 5 თვეში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით. ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე და ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, 2019 წელს ვადარებთ, ამა წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით, იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე 2021 წლის მაისში, როცა ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია გვაქვს ჩვენი წარმოების ექსპორტი 2019 წლის მაისის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდა.

თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს ჩვენ იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა – გაგრძელდება. სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ თუ არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, 6,5–6,7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც მართლა ძალიან დიდი ნახტომი არის – ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ პანდემიით 2020 წელს მიყენებულ ზიანს.

ასევე, გეტყვით, რომ ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მშპ-ს, ეკონომიკის ზრდის კომპონენტში, მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა ასეთი მაღალი იქნება, როგორც მოგახსენეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული