ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "13 ივნისი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს...

კახა კალაძე: “13 ივნისი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 13 ივნისი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ეს დღე ერთ-ერთი უმძიმესი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყველას გვახსოვს, 2015 წლის 13 ივნისს რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ასევე, უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ მათი სახით. მინდა, 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ვინც გვერდით ედგა დაზარალებულებს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა იმ პრევენციულ და აღდგენით ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ განხორციელდა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით, მთელი რიგი პროექტები განხორციელდა. დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება იმ კონკრეტული არეალის კონტროლი, საიდანაც მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, ხეობაში დამონტაჟდა ორი შემაკავებელი ცხაური. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერის ხეობის გამაგრების სამუშაოები. როგორც იცით, ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული არეალები დააზიანა და შესაბამისად, მის აღსადგენად ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექსპერტების მხრიდან იყო გაცემული, გათვალისწინებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...