ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიისეთი ვალი აგვკიდეთ, არათუ მივუახლოვდით, არამედ გადავაჭარბეთ კრიტიკულ...

ისეთი ვალი აგვკიდეთ, არათუ მივუახლოვდით, არამედ გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს და საქართველო შეიძლება “შავ სიაში” შეიყვანონ – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კონკრეტული ფინანსური პარამეტრები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საქართველომ გადააჭარბა ვალების კრიტიკულ ზღვარს, მიაღწია 62%-ს, ხოლო წლის ბოლომდე ნავარაუდებია 67%-მდე გაზრდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ქვეყანა არის დიდი რისკის წინაშე, რომ აღმოჩნდეს ,,შავ სიაში“ და კონკრეტული შეფასებებით მიმართავს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს:

,,33 489 000 000 ლარი – ეს არის ის სახელმწიფო ვალი! ვალი, რაც თქვენ დააგროვეთ საქართველოში, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ იმის გამო, რომ თქვენ ეს ვალი საიდანღაც წამოიღეთ.

ახლა მთავარი, რა თქმა უნდა, თქვენ მეტყვით, რომ მარტო თქვენ არ აგიღიათ ეს ვალი! ისე 8 წელია მუშაობთ ფინანსთა სამინისტროში და წინა ხელისუფლებებმაც აიღეს. ხომ?! ალბათ იტყვით ამას, ბატონო მინისტრო, ჩვენ კი არ ვისესხეთ ეს ვალი, სხვებმაც ისესხეს. მე დაგითალეთ და 21 წლის მანძილზე საქართველოს ყველა ხელისუფლება, რაც იყო, ვალად ისესხა 8 მლრდ ლარი, ხოლო გასული 9 წლის მანძილზე თქვენ, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად, ვალად აიღეთ 25 მლრდ ლარი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უდიდეს საფრთხეში ჩააგდეთ.

პირველი, ჩვენი და ჩვენი შვილების გასასტუმრებელია ეს ვალი. მე დაგითვალეთ, რომ შარშან საქართველოში დაიბადა 46 000 ბავშვი. 719 000 ლარი მოუწევს თითოეულ ბავშვს ვალად. ისეთი ვალი აგვკიდეთ, არათუ მივუახლოვდით, არამედ გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს. ეკონომიკაში მშპ-ის ვალი 62%-ს შეადგენს და წლის ბოლოს ნავარაუდებია 67%-ზე ასვლა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შეიძლება ,,შავ სიაში“ შეიყვანონ.

უფრო მეტი, აუდიტის სამსახურის დასკვნა თქვენზე ამბობს, 2020 წლის ბუჯეტის ანალიზში, რომ თქვენ არ გაქვთ ვალის გასტუმრების არანაირი სტრატეგია. ეს არის მათი დასკვნა და არა ჩემი. აუდტის სამსახური ამბობს, რომ თქვენ ამ ბევრ ვალს იღებთ და არ ვიცით საიდან უნდა გავისტუმროთ – მე რა, ხვალ, ზეგ თქვენ შეიძლება აღარ იყოთ, ვიღაც სხვა იყოს, დაუტოვებთ იმ ადამიანებს ვალს, – ჩვენ შვილებს, შვილიშვლებს…

,,ქართულ ოცნებას შევახსენებ, რომ 2012 წელს ხელისუფლებაშ რომ მოდიოდა ერთ-ერთი პირველი საკითხი იყო ვალზე საუბარი – არანაირი ვალი, პირიქით უნდა გავისტუმროთო! 3-ჯერ მეტი ვალი გაქვთ აღებული, ვიდრე 21 წლის მანძილზე, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლებას ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...