ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან!” – მიხეილ სააკაშვილი

ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” წევრების პოზიციას, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს, მწვავედ ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და პორტთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმების თაობაზე საუბრობს:

ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან!

ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!

ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: პარტია საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა, ბოლო დღეებში მიცემულ ინტერვიუებში, რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთხელ დაირღვა ვალდებულებები ინვესტორებისა და ასევე მათი მხრიდან, ვისაც ჰქონდათ პროექტის განხორციელების ვალდებულება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული