კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ...

“პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს” – ანრი ოხანაშვილი

პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებაზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი რეგულაციებით, პარტიას დაფინანსება შეიძლება შეუწყდეს თუ პარტია საფინანსო აუდიტის სამსახურს დროულად არ წარუდგენს დეკლარაციას. მისივე თქმით, ეს არ არის მარტო ქართული რეალობა, ასეთია საზღვარგარეთ არსებული პრაქტიკაც, სადაც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია:

დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარტიას დაფინანსება შეიძლება შეუწყდეს თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საფინანსო აუდიტის სამსახურს, ამ შემთხვევაში გაფრთხილების შემდეგ მას დაფინანსება შეუწყდება. ეს არ არის მარტო ქართული რეალობა, ეს არის საზღვარგარეთ არსებული რეალობა და პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია.

თუკი დეკლარაციის წარდგენისთვის შეიძლება პარტიას დაფინანსება შეუწყდეს, პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებაზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ მას დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...