კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთხელ და სამუდამოდ საჭიროა ამ ქვეყანას ანგარიშვალდებული და...

“ერთხელ და სამუდამოდ საჭიროა ამ ქვეყანას ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავდეს” – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში და სხვა არაერთ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. პარლამენტის დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ დღეს არსებული პარლამენტი არ ასახავს ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამის რეალობას:

თურმე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საჭირო ყოფილა და ეს გაითვალისწინა შარლ მიშელის დოკუმენტმა. სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებული ვართ, რომ სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას, გენერალური პროკურორზეც შეთანხმებული ვართ, პროპორციულ სისტემაზეც შევთანხმდით, რომ მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და უფრო მეტიც ახლა, რომ ყოფილიყო პროპორციული სისტემით არჩევნები თქვენ უმრავლესობა კი არ იქნებოდით გაყალბების მიუხედავად, თქვენ იქნებოდით უმცირესობა, რადგან თქვენს წინააღმდეგ უფრო მეტმა ხალხმა მისცა ხმა ვიდრე აიღეთ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა, რომ პარტიამ, რომელმაც აიღო ცხრაასი ათასი ხმა ჰქვია უმრავლესობა და უმცირესობა ეწოდება იმ ჯგუფს, რომელმაც გაყალბების მიუხედავად მოიპოვა ერთ მილიონზე მეტი მოქალაქის ხმა. სწორედ ამიტომ ვართ პარლამენტში შემოსული, რომ ეს დანაშაული და უსამართლობა აღმოვფხვრათ. ერთხელ და სამუდამოდ საჭიროა ამ ქვეყანას ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...