spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერანაირმა ზეწოლამ "ლეიბორისტული პარტია" ვერ აიძულა შესულიყო ივანიშვილის...

“ვერანაირმა ზეწოლამ “ლეიბორისტული პარტია” ვერ აიძულა შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონონპროექტს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში თუ არ შევლენ, ისინი ვერ ისარგებლებენ პოლიტიკური პლატფორმებისთვის განსაზღვრული პრივილეგიებით. ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტს, მისი თქმით, უუფლებოს, მაგრამ მაინც ხელშეკრულების გარანტორს, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენოს ვეტოს უფლება:

,,ვერანაირმა ზეწოლამ ,,ლეიბორისტული პარტია“ ვერ აიძულა შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება.

სასჯელმაც არ დააყოვნა, პარლამენტის პლენარული სხდომა იხილავს, ფაქტიურად ,,ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რაც დაგვიტოვა მილიარდელმა ივანიშვილმა 20 ათასი ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოვუწოდებ, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი.

მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორს ამ ხელშეკრულებისა, ევროპასთან შუამავალს – დაადე ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს, თუ იქნება მიღებული.

მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს, ბრიუსელსა და ვაშინგტონში – ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალ მილიარდიან ქონებას, რომელიც არის ჩვენთან მოპარული და თქვენთან გამოტანილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...