შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება...

ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის თანახმად საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმ ელემენტარული და მინიმალური დემოკრატიული სტანდარტით“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ბოიკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო ბოიკოტირება გამოუცხადოს არა საქართველოს პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ინსტიტუციას, არამედ საპარლამენტო პროცედურებს.

მისივე განმარტებით, ეს მოცემულობა მიიჩნევა პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად და სრულად აძლევს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საპარლამენტო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას.

პარლამენტის რეგლამენტის 91 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმისთვის, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გაფორმდეს საპარლამენტო ბოიკოტად, საჭიროა გაიგზავნოს წერილი ბიუროსთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საპარლამენტო პროცედურებში ჩართულობაზე. თუ პოლიტიკური შეხედულების გამო პროცედურებს უცხადებ ბოიკოტს და არ გსურს მონაწილეობა პროცესში, შეგიძლიათ გააფორმოთ შესაბამისი წერილით. ეს არის ლეგიტიმური. ამას არავინ არავის არ უზღუდავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...