შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა მუნიციპალიტეტს ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ...

“ყველა მუნიციპალიტეტს ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ოცნებას”, მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს აიღებს, უბრალოდ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ამ პრობლემას 50%-ითი და 43%-ით ვერ მოაგვარებს – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახრიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში”. მის ამ პოზიციას მწვავე შეფასება მისცა მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს:

ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და ამის საფუძველი არ არსებობს – ეს ერთი. მეორე – მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად, ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას!

ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი გახარიას მხრიდან, ამას ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ იყო მომატებული რისკი. მე მინდა ძალიან მარტივი შედარება გავაკეთო, რომ ნებისმიერ ოპერაციის ჩატარებას თან ახლავს რისკები და ეს მას, როგორც შს ყოფილ მინისტრს, უნდა ახსოვდეს. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა, არ იყო მოსალოდნელი. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო?!

მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. როცა კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო მაშინ, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, ჩემი შეფასებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში, ჩემი და ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ ოპერაცია, უპრობლემოდ, არავინ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი რისკებზე?!” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...