“ამ სისულელეებით ისევ თქვენ ხელისუფლებას რომ ძირავთ თუ ხვდებით?!” – ხათუნა ხოფერია “ქართულ ოცნებას” მიმართავს

119

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული რეპორტაჟს “გიორგი გახარიას ნეპოტისტური ქსელი”, უმწვავესი შეფასებებით გამოეხმაურა უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია. მისი აზრით მომზადებული რეპორტაჟი წინა ხელისუფლების ასოციაციას იწვევს, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია და მოქმედი ხელისუფლების მისამართით კონკრეტულ შეკითხვებს სვამს:

არ ვარ გახარიას მხარდამჭერი… მაგრამ…

აი, ამ მარაზმს რომ ვუყურებდი, ნაცების დრო გამახსენდა… ძალიან დავითრგუნე…

იგივე მუსიკალური ფონი, იგივე ხმა, იგივე სქემები, იგივე თითიდან გამოწოვილი ფაქტები…
რა გჭირთ, რა დაგემართათ?!

ისე, ოცნების მოქმედი ლიდერების ცოლების, ძმების, ცოლისდების, ცოლისძმების, მეზობლის დეიდაშვილის ბიძაშვილის ბიცოლის 2014 წლის შემდეგ გახსნილი “შრომის წიგნაკები”-ც გამოამზეურეთ, უფრო მსუყე და საინტერესოა, გარწმუნებთ…

არა და, ეს ყველაფერი ხომ ამ ხელისუფლების ხელში ხდება?! ოღონდ, გახარია რა შუაშია ამ ყველაფერთან, ეგ ვერ გავიგე…

ამ სისულელეებით ისევ თქვენ ხელისუფლებას რომ ძირავთ თუ ხვდებით?!

ჯერ იყო და კობახიძემ ჯარში და შსს-ში სახელმწიფოს 18-19 მტრის არსებობა აღიარა, ახლა ნეპოტიზმს აღიარებთ…

ე, ბიჭო, რას წვალობთ, რას იჭინთებით! ეს რა უბედურება დაგემართათ?!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: ტელეარხ “იმედის” გადაცემა “იმედის ფაქტორში” გავიდა სპეციალურად მომზადებული რეპორტაჟი – “გიორგი გახარიას ნეპოტისტური ქსელი”, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ასაქმებდა და აწინაურებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს.

კომენტარები