შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ" - ნიკა მელია

“გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ნიკა მელია

გუშინ ,,ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, პარტიამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩათვალეს სწორად და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში:

,,ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო თუ არა, მე ვფიქრობ, საერთოდ არ არის საინტერესო. თუმცა, შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, საზოგადოებას მივანდოთ ეს საკითხი. უბრალოდ ,,ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის, არც ერთ ეტაპზე – ეს ნამდვილად არის, რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი, დღევანდელი გადასახედიდან უკვე ტრაგიკული.

ამიტომ თითოეული დღე, რაც ,,ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს, ძალიან მცირე ნაწილი, არ განიცდის მატერიალურ სიდუხჭრეს და ასეთები არიან 2%, ისინიც კი არ არიან ბედნიერები. ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობაც კი გააქრო. შეიძლება ხელისუფლება ამა თუ იმ ეტაპზე იყოს წარუმატებელი, თუმცა ხედავდე პოტენციალს, განვითარების შანსს.

ამ ხელისუფლებას, რეჟიმს რაიმე სახის შესაძლებლობა თუ აქვს, აღარ გააუარესოს. ყოველ დღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან წევს თაობებს, ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან.

კონკრეტული საკითხები, რომლებიც არის უმნიშვნელოვანესი, მონაწილეობას მივიღებთ.

ვიმეორებ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არის მისაღები. სხვა პარტიებმა და დიდი პატივისცემით, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...