spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოქალაქეებს არ აინტერესებთ თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე,...

“მოქალაქეებს არ აინტერესებთ თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე, ისინი შველას ითხოვენ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ პლენარული სესიის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს მოსახლეობას არ აინტერესებს, თუ რას ეტყვიან პოლიტიკოსები ერთმანეთს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენის მიზნით ლუკმა პურის შოვნაა:

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ცინიზმის, დაცინვების, რაღაც სარკაზმის დრო მგონი რომ არ გვაქვს. პარლამენტი არ არის სარკასტული დაპირისპირების ადგილი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს გვიყურებენ ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე.

ქართული პოლიტიკა იქცა ელიტისტური თემების განხილვის საგნად და არსად არ სჩანს ადამიანი. დღეს უამრავ მშიერ ადამიანს საქართველოში აინტერესებს, როდის დაპურდება და როდის იქნება ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ეკონომიკა განვითარდება.

დღეს უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს, როდის ექნება სამუშაო ადგილი, დღეს საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ, როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში.

დღეს საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. დღეს ჩვენს მოსახლეობას უმრავლესობისგან და ოპოზიციისგანაც აინტერესებს, როდის დადგება დრო როდესაც ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს მოქალაქე, ადამიანი რომელიც არის უმძიმეს ვითარებაში და არა პოლიტიკური კინკლაობა, ანგარიშსწორება და დაპირისპირება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სესიაზე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...