ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბადრი ჯაფარიძე: მთავრობის ანგარიში ჩვენს მიერ იქნება უკიდურესად...

ბადრი ჯაფარიძე: მთავრობის ანგარიში ჩვენს მიერ იქნება უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული

პარლამანტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრაქციის პოზიცია ამ ანგარიშთან მიმართებაში უკიდურესად კრიტიკული იქნება:

პარლამენტში მთავრობის ანგარიში შემოვიდა, რომელიც ჩვენს მიერ იქნება უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული, მიუხედავად იმისა რომ ამ ანგარიშის მიხედვით თითქოს მიღწევები გვაქვს, ჩვენ უნდა ვთქვათ პირიქით, რომ ყველა მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, რომ მთავრობის ასეთი ცუდი საქმიანობის დროს ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება.

ყოველ წელს საჯარო სექტორში ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასები შეადგენს 100-დან 150 მილიონ ლარს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა საუბრობს გადახარჯვებზე, მათ შორის საწვავის მიმართულებით და რეაგირება არ ჩანს.

2019 წელთან შედარებით 2021 წელს შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში გაიზარდა 160 მილიონი ლარით.

მთლიანობაში იკვეთება ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა აპირებს 2021 წელს 5 მილიარდ ლარზე მეტი ახალი სესხის აღებას.

ეკონომიკა შარშან ძალიან შემცირდა და იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადეკვატური ნაბიჯები გადადგმული, ბიუროკრატიული ხარჯების და მთავრობის ზომის შემცირება მომხდარიყო, ჩვენ პირიქით ვნახეთ, ეს ხარჯები იზრდება.

ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობის ზომის შემცირება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეფექტურობის გაზრდა არ არსებობს, ქვეყანა გადადის მაღალი ვალების მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს ვალის ოდენობა მიაღწევს 32,1 მილიარდ ლარს რაც ნიშნავს რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

პარალელურად ჯანდაცვის პროგრამაზე არა საკმარისი თანხები იქნა გამოყოფილი და ამით აიხსნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამარცხვინო დაბალი ტემპი, არა საკმარისი მარაგების არსებობა და დაავადებულებში სიკვდილიანობის რეკორდული ზრდა. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის მცირე და მოქნილი მთავრობა, ასევე უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების და მთავრობის შემცირება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს” – კახა კალაძე

„შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...