პარასკევი, აპრილი 26, 2024

“გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში გახარიას მხრიდან იყო მიღებული, არ იყო მოსაწონი” – კახი კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილის წერილი თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისას,  აღნიშნავს, – წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გახარია არაა ივანიშვილის პროექტი. ამასთან “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, არ იყო სწორი:

,,წერილი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუშინ, – ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშილის პროექტი.

ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია მოღალატე იყო. ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში გახარიას მხრიდან იყო მიღებული“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული