პარასკევი, აპრილი 25, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს როდის ექნება...

გიორგი ვაშაძე: “უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს როდის ექნება სამუშაო ადგილი, საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ასევე საუბრობს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ:

დღეს უამრავ მშიერ ადამიანს საქართველოში აინტერესებს როდის დაპურდება და როდის იქნება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეკონომიკას განავითარებს. უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს როდის ექნება სამუშაო ადგილი, საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მოსახლეობის უმრავლესობას უმრავლესობისგანაც და ოპოზიციისგანაც აინტერესებს როდის დადგება დრო, რომ ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის უმძიმეს ვითარებაში და არა პოლიტიკური კინკლაობა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და დაპირისპირება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის „დახურდავება“ პარლამენტში შესვლა-არშესვლაში არის იაფფასიანი მცდელობა საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზის დაბრუნება ისევ პოლიტიკურ კინკლაობაში.

დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გაუჩნდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა“, – განაცხადა მან.

მან თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ოპოზიციის ლიდერებს, – „ვინც ყინულმჭრელის ფუნქცია შეასრულა ამ მძიმე ორპარტიულ დაპირისპირებაში, ვინც ხელი მოაწერა ამით აიძულა „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკური პარტიები რომ შეერთებოდნენ ამას და ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა საფრთხე დაინახა პატაა ბურჭულაძეში…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ” – გიორგი ბარამიძე

“ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ...

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...

“ენმ-ს აკრძალვა გადაიდო, ამიტომ დაიწყეს ისევ შიგნიდან რღვევა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პოლიტიკურ ველზე შექმნილ...