spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანა ბუჩუკური: "ჩვენი გუნდი ითხოვს ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას"

ანა ბუჩუკური: “ჩვენი გუნდი ითხოვს ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას”

პარლამენტის წევრის, პარტია „საქართველოსათვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისმა გუნდმა ოფიციალურად წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რითაც მოითხოვა მყისიერად გამოძიების დაწყება იმ ბრალდებებზე, რომლებიც მისივე თქმით – „მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მხრიდან გაისმა როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ასევე მოქმედი პოლიციელებისა და მოქმედი ჯარისკაცების მისამართით“.

ბატონი ირაკლის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა რის თანამონაწილეობაშიც პრაქტიკულად დასდო ბრალი როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს. მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ მყისიერად სამართლებრივი რეაგირების მოხდენა, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიპი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა და მოვისმინეთ, რომ თითქოს ტელეეთერში გასული განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ იყო თურმე პოლიტიკური განცხადებები. ცოტა კომიკურია, მაგრამ მმართველი პარტიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბატონი კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო, ძალიან აკადემიურად რომ ვთქვათ, ცილისწამება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, გუნდი მოითხოვს საკითხის დროულ გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული დაგვიანებული და პასუხგაუცემელი დღე აზიანებს პოლიციას და ჯარს.

გიორგი გახარიას თანაგუნდელის განცხადებით, მათ გუნდში გაწევრიანების მსურველთა და მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება მმართველი პარტიის მიერ რეგიონებში მათ მხარდაჭერებზე ზეწოლა, რითაც დღითიდღე ემსგავსება დღევანდელი მმართველი პარტია წინამორბედს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...