spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ეტაპზე არავისთან, არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ...

“ამ ეტაპზე არავისთან, არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ” – თამარ კორძაია

პარლამენტის დეპუტატი, ,,რეპუბლიკური“ პარტიის ყოფილი წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა მოუწია, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საკუთარ ხმას ხედავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რადგან მიიჩნევს, რომ ეჭვქვეშ დგას საქართველოში ადამიანის თავისუფალი არჩევანი:

,,მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ამ ეტაპზე არავისთან, არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ.

რაც შეეხება სამუშაო ხედვებს, მერვე მოწვევის პარლამენტში ვფიქრობ, რომ ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში. იმიტომ, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლება დღეს ეჭვქვეშ დგას, ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლიდა და თვლის, რომ გაყალბდა არჩევნები. შემდგომ უკვე პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში.

სწორედ არის ძირითადი მიზანი და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავანახოთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...