შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიშუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 16 აპრილს გამართულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

“კანონმდებლობისა და ზემოაღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს – წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკსა და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს მუნიციპალურ ოლქებში, როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა – “8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი. ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს”.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ არჩევნებშიც მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია.

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც შემდეგი რიგითი ნომრები წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით განესაზღვრათ:

№33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
№9 – „თავისუფალი საქართველო”;
№40 – „სახალხო პარტია”;
№24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”;
№21 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;
№35 – „გირჩი”;
№38 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”;
№13 – საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”;
№39 – „ქრისტიან-კონსერვატორები”;

საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი:

№1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;
№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”;
№4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია”;
№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „ტრადიციონალისტები”;
№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”;
№27 – „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”;
№28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”;
№31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”;
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...