კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაგარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, მხატვარი, მწერალი რეზო გაბრიაძე

გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, მხატვარი, მწერალი რეზო გაბრიაძე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორის, მხატვრისა და მწერლის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო.

რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო.

რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა”, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი – „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს რეზო გაბრიაძის ოჯახს, თეატრის დასს და სრულიად ქართულ საზოგადოებას.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი რეჟისორის, მხატვრის, მწერლის – რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო” – თბილისის...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...