შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიმთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს რაშია საქმე...

მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს რაშია საქმე – მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტისგან ითხოვს დროებითი საგამოძიებო საგამოძიებო კომისიის შექმნას მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნით იმყოფებოდა დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამეტში, სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომ საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ გაიგოს, რაშია საქმე:

ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რაშია საქმე. უნდა გაიგოს რატომ ვდგავარ მე უკვე 9 თვე. ამ ყველა სისასტიკის ქვეშ რატომ ვდგავარ და რატომ ვითხოვ. მე იმიტომ ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას აპირებს შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს:

მე იმას ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია მეც, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყაროც რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში, ამას ველოდები და ამას გავაკეთებ მე“.

შვილმოკლული მამის მოთხოვნას ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ოთარ დანელია.

თუ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ კომისია უნდა შეიქმნას, მაშინ კომისია უნდა შეიქმნას. თუ ვხედავთ, რომ ჯერ არ არის, ასე ვთქვათ, იმ ეტაპზე მისული საგამოძიებო საქმიანობა და ა.შ. მიმდინარე პროცესებია, რომლისთვისაც კომისია შეიძლება არ იყოს ჯერ აქტუალური ან იყოს ადრე, მე არ ვიცი, უბრალოდ ამას სჭირდება მეტი, ასე ვთქვათ, საქმის დეტალების შესწავლა“- აცხადებს ოთარ დანელია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – დაუჭერდა თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნსა მხარს, დეპუტატი პასუხობს, რომ “თუ ამის აუცილებლობა არის, მე, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვარ“.

თავისი აზრი დააფიქსირა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემა და აუცილებლად მიაჩნია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

დიდი დრო გავიდა ამ მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას. ვინაიდან, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ობიექტურ გამოძიებაში და ერთადერთი, ასე ვთქვათ, ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია ის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ამ კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია “ევროპული საქართველო”-ს თავმჯდომარე ოთარ კახიძეც, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ახალგაზრდა ადამიანი არის დაღუპული სპეცრაზმელის ტყვიით და დღემდე არ აქვს პასუხი არავის, არც ოჯახს, არც საზოგადოებას, რა იყო ამ სპეცოპერაციის მიზანი, რა მანდატით ჩატარდა, ვინ გასცა ბრძანება და, ზოგადად, ეს სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი არის დღემდე გამოუძიებელი. როდესაც სამართალდამცავი სისტემა არ სცემს პასუხებს არსებულ კითხვებზე, ბუნებრივია, დგება დღის წესრიგში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და როგორც ხორავას ქუჩის საქმეზე “ევროპულმა საქართველომ” დაადგინა კონკრეტული გარემოებები და ნათელი მოჰფინა საქმეს, ასევე არის გამოსაძიებელი მაჩალიკაშვილის საქმეც” – განაცხადა ოთარ კახიძემ

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნამდე, გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე არის გამოძიება და როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ.

უახლოეს პერიოდში, პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, თუ რა ეტაპზე არის გამოძიება, როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ. თუ ვერ სრულდება, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და გარკვეული, ალბათ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგომ, თუ ჩვენ კიდევ, კვლავ არ გვექნება პასუხები, თუ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ამის შემდგომ პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც” – განაცხადა ომბუდსმენმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივია დაკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში,...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...