ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენ გვინდა საქართველოს ისტორიაში პირველად ეკოციდის მუხლით დაიწყოს გამოძიება” – ლაშა ჩხარტიშვილი

კომპანია ,,ENKA”-ს დირექტორის მიმართ ,,ლეიბორისტული“ პარტია ითხოვს გამოძიების დაწყებას. ამავე პარტიის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ ის, რაც ხდება ჭიათურასა და რიონის ხეობაში, დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანის სიცოცხლეს:

,,ჩვენ მოვითხოვთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება მერაბ ლომინაძის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ ჭიათურაში აოხრებდა ადამიანის საარსებო გარემოს, შრომით, სოციალურ და ეკოლოგიურ გენოციდს უწყობდა მოსახლეობას, ხოლო შემდეგ, აშკარად ივანიშვილის დაკვეთით, გადმოყვანილი იქნა “ENKA”-ში.

ჩვენ გვინდა, საქართველოს ისტორიაში პირველად, ეკოციდის მუხლით დაიწყოს გამოძიება.

რაც ხდება ჭიათურაში და რიონის ხეობაში, ანადგურებს არა მარტო საქართველოს უნიკალურ ბუნებას და კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც კი“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული