spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის, ღვთისმშობლის ტაძარს...

ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის, ღვთისმშობლის ტაძარს ყველა ერთად აღვადგენთ – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის და მთლიანად მსოფლიოს საამაყო საგანძურის, პარიზის ღვთიშობლის ტაძარზე გაჩენილმა ხანზარმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ფაქტი უდიდეს ტრაგედიად შეფასდა.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ხანძარი ძირითადად გავრცელდა ჯვრის ფორმის გუმბათზე, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდგომში ჩაინგრა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ ერთ ერთ სავარაუდო მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება.

ძალზე მძიმედ განიცადა აღნიშნული ფაქტი საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“მინდა მივმართო ყველა ფრანგს… პარიზის მერი მთელი ეს დრო იმყოფება აქ და ვიცი რას გრძნობდა იგი ხანძრის გაჩენის პირველი წუთებიდან, რას გრძნობდნენ ქალაქის მაცხოვრებლები. და მე მინდა მივმართო თანამემამულეებს – ღვთისმშობლის ტაძარი ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი წარმოსახვა. ადგილი, სადაც გადავიტანეთ მნიშვნელოვანი მომენტები – ეპიდემიები, ომები, ჩვენი განთავისუფლება. ეს, ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრია. ეს, მანძილის ათვლის ეტალონია…

ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ღვთისმშობლის ტაძარს ჩვენ ყველა ერთად აღვადგენთ ” – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხუთ წელში აღადგენენ და იგი უფრო ლამაზი იქნება.

“ჩვენ აღვადგენთ ტაძარს, იმიტომ რომ ამას ელოდებიან ფრანგები, ეს ჩვენი ისტორიის ღირსების საქმეა, ეს ჩვენი ბედია” – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...