,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის საერთო ინტერესებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ეს არის სრული აბსურდი და მმართველი ხელისუფლება ამით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ამომრჩეველს:
,,ალბათ უკვე ყველამ გაიგო რამდენად რთულ ვითარებაშია, ჩამოშლილი და დაშლილი ,,ქართული ოცნება“. როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი საუბრობს წარმოუდგენელ აბსურდზე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ამ ადამიანს ადიდებდნენ, შემდეგ სიის პირველი ნომერი ჰყავდათ, მთელი წლის განმავლობაში რაღაც გაუგონარი კრიზისმენეჯერი იყო.
ახლაც იგივე ნარატივს აგრძელებენ, იგივე გზავნილები აქვთ, რაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში.
ჩამოშლილი, დაშლილი, გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი იმედი არ აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი მოახერხებენ გამარჯვებას და ეჭვგარეშეა უკვე, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
ახლა საუბრობენ იმდენად სულელურ აბსურდს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ არამხოლოდ ასე ვთქვათ საზოგადოებას, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც კი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


