შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კუჭავა: თითოეული ადამიანი მონაწილე უნდა იყოს იმ...

კახა კუჭავა: თითოეული ადამიანი მონაწილე უნდა იყოს იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში

ჩვენ, რამდენიმე წელია, რაც სრულიად ახლი ტიპის საპარლამენტო წყობაზე გადავედით და იგი პირველ რიგში თქვენს ჩართულობას მოიაზრებს. ყველანაირი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მონაწილე იყვნენ იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცხოვრებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება შედგა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც სკოლებში დარიგდება – ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წიგნში ილუსტრაციებით მარტივად ახსნილია, რას წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. აქვეა ბევრი საინტერესო დეტალი, როგორ მუშაობს პარლამენტი, როგორ ვიღებთ კანონებს. დეპუტატების გარდა პარლამენტში დიდი გუნდია, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ეს ღონისძიებაც სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა მათ.

დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ორგანიზატორებს, ვინც დიდი ენერგია ჩადო, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.

არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების ფონდის პროგრამას, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღეს ერთობლივად ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა,” – განაცხადა პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმძღვანელოს შექმნის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...