ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაანონსებული იყო პირდაპირ - სახელმწიფო აღარ არსებობს, მელია...

“დაანონსებული იყო პირდაპირ – სახელმწიფო აღარ არსებობს, მელია არის მთავარი, ვინც ქმნის სახელმწიფოში კანონებს და სააკაშვილი – ვინც მართავს პოლიტიკურ სიტუაციას“ – გიორგი ვოლსკი

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ,,რუსთავი 2“-ის ეთერში, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამთხვევის შესახებ საუბრობდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში მათი მხრიდან დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით:

,,ის ორი დღე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, სწორედ იმ 2 დღეს ითხოვდა გახარია ოპერაციის ჩასატარებლად. ყველამ დავინახეთ ის მიზეზი, რომ რაოდენობა შემცირდებოდა ან მოდუნდებოდა, ნამდვილად არ დადასტურდა.

საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, როდესაც დაანონსებული იყო პირდაპირ, სახელმწიფო აღარ არსებობს და მელია არის მთავარი, ვინც ქმნის სახელმწიფოში კანონებს და სააკაშვილი, ვინც მართავს პოლიტიკურ სიტუაციას.

ყველა ნაბიჯი, მათ შორის, გადადგომაც, რასაკვირველია, დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც უკვე ღიად დაიწყეს საუბარი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკიდან ალამუთის ციხესიმაგრემდე.

ეგეთი აზრი გაჩნდა მაშინვე, როგორც კი აი ასეთი გააფთრებული მოთხოვნის შემდეგ, აუცილებლად მოხსნოდა იმუნიტეტი მელიას, ამის შემდეგ რადიკალური ცვლილება იმჟამინდელ პრემიერ-მინისტის დამოკიდებულებაში ამ საკითის მიმართ არის საკმაოდ სოლიდური საფუძველი იმისთვის, რომ გაჩნდეს და გამყარდეს ის მოსაზრებები, რაზედაც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.ირაკლი კობახიძე დამადასტურებელი ფაქტების თაობაზე უახლოეს მომავალში კვლავ გააკეთებს განცხადებას. მათ შორის, დაფინანსების წყაროებზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ კონკრეტული მოსაზრებები გამოთქვა გახარიასა და სააკაშვილთან მიმართებაში:

,,18 თბერვალს უკვე ვერ დაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას, თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. მათ ჰქონდათ გამზადებული სცენარი. ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებას და აქ ითხოვს, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ, მაშინვე, ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი და შესაბამისად აღარ გავანდეთ მათ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,რუსთავი 2“-ის ეთერში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...