ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19რიგი შეზღუდვების შემსუბუქება/შენარჩუნება - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

რიგი შეზღუდვების შემსუბუქება/შენარჩუნება – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია, დღეიდან ძალაში შევიდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით; ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება;

ამასთან, საბჭო ვიზიტორებს მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა.

გარდა ამისა, დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ;

ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 343 943 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 327 618 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 773 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 44 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 658 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3829 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...