spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს" - ვახტანგ გომელაური

“მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს” – ვახტანგ გომელაური

31 მაისს საქართველოში ქართული პოლიციის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მადლიერება გამოთქვა თითოეული პოლიციელის მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში:

,,მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან.

ბატონებო, მინდა პატივი მივაგოთ და გავიხსენოთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სხვა ადამიანების უსაფრთოებას. წელს, სამწუხაროდ, გვყავს კორონა ვირუსით გარდაცვლილი თანამშრომლებიც.

ბატონებო, გასული წლის გაზაფხულიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის, ახალი გამოწვევებით სავსე პერიოდი დაიწყო. ათასობით თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟმში მუშაობდა, ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვირუსთან ბრძლოსას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის დღეს ისე, როგორც არასდროს უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში, კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ჩვენ 1 წუთითაც არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა.

ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენგანი ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს, ვზრუნავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, რაც ყველა მნიშვნელოვანია პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...