შაბათი, აპრილი 27, 2024

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მისი მთავარი პარტნიორი ეს არის კრიმინალური ავტორიტეტები და ქუჩა” – ზაალ უდუმაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება პარტნიორობს კრიმინალური ავტორიტეტებთან და ქურდებთან, რითაც წარმოქმნეს სიმბიოზი:

,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მისი მთავარი ,,პარტნიორი” – ეს არის კრიმინალური ავტორიტეტები და ქუჩა.

ასე ცდილობდა, რომ არჩევნები მოეგო წლიდან წლამდე ,,ქართულ ოცნებას”.
დღემდე ,,ქართული ოცნება” ხარკს იხდის კრიმინალების წინაშე, სწორედ იმ დახმარების გამო, რომელიც მათ გაუწიეს ყველა არჩევნებზე აბსოლუტურად.

დღემდე ეს არის თანაშეზრდილი ხელისუფლება და კრიმინალი, რომელიც ასე ერთად, ასე ვთქვათ სიმბიოზი წარმოქმნეს, ერთად მართავენ ქვეყანას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული