ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აუცილებელია არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება ბიზნეს...

“აუცილებელია არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება ბიზნეს სექტორისთვის” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიმართავს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პირველი ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელებს საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ, რაც ყოვლად მიუღებელია არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გიორგი ვაშაძე ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებზე არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გაგაგრძელება

მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის სრულად გადახდა, რაც ამ არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, რაც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში.

კოვიდ კრიზისამდეც უმძიმესი პირობები იყო ქვეყანაში, ახლა კი საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგინა ბევრი სამუშო ადგილი და რაც არის დარჩენილი იმის შენარჩუნება არის ამოცანა ნომერი პირველი. სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეღავათები, რომელიც არის დღეს, უნდა იყოს პირველი ივნისიდანაც იმიტომ, რომ ეკონომიკაში არაფერი შეცვლილა, არაფერი არ გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ ეს შეღავათები მოიხსნას.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ეს შეღავათები კვლავ იმ კატეგორიაზე ვისზეც ვრცელდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე.

რატომ იგვიანებთ? რატომ არ აკეთებთ ამას, ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია. უმძიმესი პირობებია ქვეყანაში, რამდენიმე სამუშო ადგილი, რაც დაგვრჩა ამის დაკარგვის საშიშროება არსებობს, თუ ამ შეღავათების გადავადება არ მოხდება.

ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვაცალოთ ეს ბოლო შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს, დასაქმებულებს და შევხვდეთ ტურიზმის სეზონს მეტ ნაკლებად ნორმალურ პირობებში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...