spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალურ მოძრაობაში" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ...

“ნაციონალურ მოძრაობაში” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე მსჯელობის შეფასებისას აღნიშნავს, რომ მათი არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის:

,,რაც უნდათ ის გააკეთონ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება შემოვლენ თუ არ შემოვლენ ისინი პარლამენტში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ბუნებრივია, ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება.

მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის მათთვის შემოსვლა იმიტომ, რომ დამაზიანებელია – არათანმიმდევრულობასა და მათ მარცხს აჩვენებს. უარესი იქნებოდა მათთვის არ შემოსვლა და აქედან გამომდინარე, მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...